„ფრანს პრესის“ ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეარხის, „ტელე1“-ის მუშაობა შეწყვიტა

„ფრანს პრესის“ ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეარხის, „ტელე1“-ის მუშაობა შეწყვიტა. ეს მედიასაშუალება ცნობილია, როგორც ოპოზიციური საინფორმაციო პლატფორმა. არხის მთავარ რედაქტორს, მერდან იანარდაღს, ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და დააკავეს, ხოლო თავად არხი „დროებით მმართველობაში“ გადავიდა. არხის მთავარ რედაქტორს, იანარდაღს ს მოძრაობა „ფეტოს“ და ქურთ მუშათა პარტიის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში დასდეს ბრალი.
ამავე საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ ს მთავარ მეტოქედ მიიჩნეოდა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმამოღლუ მარტიდან იმყოფება პატიმრობაში კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.
ს გამოცემა Aurora წერს, რომ პროკურატურის განცხადებით, იანარდაღი, რომელიც იმამოღლუს საარჩევნო კამპანიის დროს მუშაობდა, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის აგროვებდა ინფორმაციას ამომრჩეველთა შესახებ და ამ მიზნისთვის იყენებდა ტელეარხს „ტელე1“-ს. გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, მოქალაქეთა პირადი მონაცემები იკრიბებოდა სტამბოლის მერიის აპლიკაციის İstanbul Senin („სტამბოლი შენია“) მეშვეობით. მოსამართლის თქმით, შეგროვებული მონაცემები იყიდებოდა ინტერნეტში და ასევე გადაეცემოდა მოძრაობა „ფეტოს“ და ქურთ მუშათა პარტიას.
1tv.ge