უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ შვედეთსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა Gripen-ის ტიპის 150 ავიაგამანადგურებლის მიღებას მოელის, რომელთა პირველი ნაწილიც უკრაინაში 2026 წელსვე გამოჩნდება.
“შვედეთთან ერთად უკრაინა მნიშვნელოვნად გაზრდის საბრძოლო ავიაციის რიცხვებს. ეს არის ამბიციური ამოცანა და აუცილებლად უნდა შესრულდეს,” დაწერა ზელენსკიმ X-ზე და დაამატა, რომ შვედეთთან Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე დადებული შეთანხმება “კარგი არჩევანია”.
“ჩვენ უკრაინისთვის 150 ასეთ თვითმფრინავს მოველით და პირველების უკრაინაში ჩამოყვანა მომდევნო წელს იგეგმება,” დაამატა მან.
ზელენსკის თქმით, Gripen-ები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შემადგენელი ნაწილია, რითაც უკრაინის საჰაერო ძალებს ქვეყნის საჰაერო სივრცის სრულად დაცვა შეეძლება.
“ეს ისტორიული მიღწევაა, ჩვენ ამის სრულად სისრულეში მოყვანაზე ვმუშაობთ.” – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა და შვედეთს მადლობა გადაუხადა.




