რუსეთმა და აზერბაიჯანმა ერთდროულად გაათავისუფლეს დაკავებულები

რუსეთმა და აზერბაიჯანმა ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ს სატელეფონო საუბრიდან მალევე გაათავისუფლეს პირები, რომელთა დაკავებასაც რამდენიმე თვის წინ დიდი რეზონანსი მოჰყვა.
პარასკევს ბაქოში სასამართლომ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა ს სახელმწიფო სააგენტო “Sputnik Азербайджан”-ის მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი – რომელიც 25 ოქტომბერს ბაქოდან რუსეთში გაფრინდა, უთხრა “რია ნოვოსტის” ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მ.
აზერბაიჯანული გამოცემა Minval-ი თავის მხრივ იუწყება, რომ რუსეთში გაათავისუფლეს იუსიფ ხალილოვი – რომელსაც გამოცემა მოიხსენიებს ვორონეჟში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერად და ქალაქის უმსხვილესი ბაზრის მფლობელად.
19 ოქტომბერს აზერბაიჯანი დატოვა “Sputnik Азербайджан”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იგორ კარტავიხმა – რომელიც მანამდე შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, წერს “მედიაზონა”. რუსეთში მაშინ გაათავისუფლეს მოსკოვის სატირული თეატრის ყოფილი დირექტორი, მამედალი აგაევი.
კარტავიხი და ბელოუსოვი ბაქოში ივნისის ბოლოს დააკავეს. გამოცემა Minval-ი მაშინ მათ მოიხსენიებდა “ეფესბეს თანამშრომლებად საფარის ქვეშ”. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების თანამშრომელთა დაკავებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვეთრი განცხადებები მოსკოვთან მიმართებით, აზერბაიჯანის ორი მოქალაქის სიკვდილის გამო ეკატერინბურგში განხორციელებული მასობრივი დაკავებისას. გარდა “სპუტნიკის” თანამშრომლებისა, ბაქოში დააკავეს რუსეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე, რომელთა გათავისუფლებაზეც ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
თავის მხრივ, რუსეთში აგვისტოში დააპატიმრეს აგაევი – რომელსაც ბრალად დასდეს მაქინაციები სპექტაკლების საავტორო უფლებებით – და ახლა გათავისუფლებული ხალილოვი. Minval-ის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქის გათავისუფლება “მოწმობს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს დიპლომატიურ ძალისხმევას შედეგი მოაქვს. დუშანბეში ალიევის და პუტინის შეხვედრის და სატელეფონო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთში ნორმალიზება დაიწყო აზერბაიჯანული დიასპორის გარშემო სიტუაციამ”.
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა გასული წლის ბოლოს – მას მერე, რაც კატასტროფა განიცადა “აზერბაიჯანის ავიახაზების” კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩამოაგდეს საზენიტო ცეცხლით, რუსეთის თავზე. ოქტომბრის დასაწყისში დუშანბეში გაიმართა შეხვედრა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის. მოლაპარაკებისას პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად და კომპენსაციების გაცემის პირობა დადო. 24 ოქტომბერს პუტინმა და ალიევმა ტელეფონით ილაპარაკეს.
ფორუმი