ამორი: მტკივნეულია ნახვა, როგორ დადის ოცნების კორუმპირებული ელიტა პარიზის მოდის კვირეულებზე

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეზ ამორი სანქციებზე საუბრისას ამბობს, გაჩნდა იდეა, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირს შეეძლოს კონკრეტული პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ ნორმის მიზანია კონკრეტული ხალხის დასახელება, პასუხისმგებელი პირების ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ვეღარ შევლენ ევროკავშირში. ევროპარლამენტარის თქმით, ეს არის გზა, ზეწოლა მოხდეს “ქართული ოცნების” ოფიციალურ პირებზე ისე, რომ მოქალაქეების მოლოდინები არ დაზიანდეს.
“ჩვენი მთავარი მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ ოცნების რეპრესიების საპასუხოდ ისეთი ინსტრუმენტი შეგვემუშავებინა, რომ ამით ხალხი არ დაგვესაჯა, იმიტომ რომ ქართველების უმრავლესობა პროევროპელია. ვიზალიბერალიზაცია ქვეყნისთვის შესანიშნავი მიღწევა იყო. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეტი გადაწვყვეტიება არ მიგვეღო, რომელიც ხალხის უფლებებს ან მოლოდინებს დააზიანებდა. შემდეგ გავაანალიზეთ, თუ როგორ მოვქცეულიყავით, მაგალითად, ოფიციალური ან დიპლომატიური პასპორტების გაუქმება – ეს არ იმუშავებდა, რადგან აქვს ყველას მეორე პასპორტი. ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირს შეეძლოს კონკრეტული პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება – და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ეს იქნება გარკვეული ჯგუფების, გარკვეული ტიპის ხალხის წინააღმდეგ მიმართული ზომა.
ამ ნორმის მიზანია კონკრეტული ხალხის დასახელება, პასუხისმგებელი პირების ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ვეღარ შევლენ ევროკავშირში. ეს არის გზა, ზეწოლა მოხდეს “ქართული ოცნების” ოფიციალურ პირებზე ისე, რომ მოქალაქეების მოლოდინები არ დაზიანდეს”- თქვა ამორიმ.

შეკითხვაზე, რომელ პასპორტებს შეეხება შეზღუდები და არიან თუ არა ეს ადამიანები მაღალი თანამდებობის პირები და მათი ოჯახები, ევროპარლამენტარმა უპასუხა:
“ამას ევროკომისია შეაფასებს, მაგრამ პარლამენტის პოზიცია, მათ შორის ჩვენ, ვინც საქართველოს საკითხებზე ვმუშაობთ, არის, რომ სია არ უნდა იყოს პატარა. უნდა იყოს გრძელი სია, რათა ეს ზომა იყოს ეფექტური. აქ საქმე არ ეხება პასპორტის ფერს, საქმე ეხება კონკრეტულ სახელებსა და თანამდებობრივ კავშირებს. განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა ვხედავთ, როგორ დადიან “ქართული ოცნების” კორუმპირებული ელიტის ახლობლები პარიზის მოდის კვირეულზე. ისინი იხდიან ფულს ლუქს სასტუმროებში იმ თანხებით, რაც საქართველოში საჯარო რესურსებიდან აქვთ მოპარული. სწორედ ამაზე უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა”- თქვა ამორიმ.