“საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის შთამბეჭდავი დაცემა” – BBC-ის სტატია ღარიბაშვილზე

BBC ყოფილი პრემიერმინისტრ ს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ვითარების შოკისმომგვრელი ცვლილებაა საქართველოს დე-ფაქტო ლიდერის, მილიარდერი ს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის.
სტატიაში საუბარია გამოძიების მიერ ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებულ თანხაზე და აღნიშნულია, რომ ის გუშინ, 24 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე წარსდგა.
BBC წერს, რომ მან 2014 წლის თებერვალში ევროკავშირში ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. თუმცა, აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო წლებში ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდ ევროკავშირთან დაშორების პოლიტიკას.
“ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების დაკავებების სერიაში უახლეს შემთხვევაა.
თუმცა, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის წინააღმდეგ აღძრული პირველი სისხლის სამართლის დევნაა და ეს მმართველი პარტიის მიერ დასავლეთისგან დაშორებით, ავტორიტარული კურსის აღების ფონზე ხდება”- წერია სტატიაში.
24 ოქტომბერს ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის რეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურის თანახმად, აღნიშნნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული თანხა, ჯამში – 1 319 300 დოლარი. ხუნდაზე პროკურატურამ 22 ოქტომბერს დააკავა.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც – ს, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკების შედეგად სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოიღეს.