სტარმერი მოკავშირეებს უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, ს შორი დისტანციის იარაღი მიაწოდონ.
სტარმერმა ე.წ. „ნების კოალიციის“ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში, თავის ოფიციალურ რეზიდენციაში მიიღო.

სტარმერმა თავისი ქვეყანა უკრაინის “უახლოეს მოკავშირედ და მხარდამჭერად” მოიხსენია.
როგორც BBC-ი იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაფართოების აუცილებლობას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, შორი რადიუსის იარაღს და დრონებს.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე ამარაგებენ ს შორი რადიუსის Storm Shadow-სა და Scalp-ის ტიპის სისტემებით.

ფორუმი