“პუშკინის პოემა, მებადურისა და ოქროს თევზის შესახებ, ს მომავლის ალეგორიაა” – გიორგი კობერიძე

რუსეთის უკიდურესად არარეალისტურმა და შეუსრულებელმა მოთხოვნებმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ამ ეტაპზე ჩაშალა, ხოლო წუხელ კი სანქციები დაედო როსნეფტსა და ლუკოილს – უმთავრეს ნავთობმწარმოებლებს რუსეთში. ეს ყველაფერი კი რუბიოსა და ლავროვის საუბრის შემდეგ მოხდა. -ს სახელმწიფო მდივანი და ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი (ორი ფუნდამენტური თანამდებობა ერთად უკავია) მარკო რუბიო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის საგარეო პოლიტიკა, ხოლო ს შეკავების მნიშვნელობაზე თავისი პოლიტიკური კარიერი ადრეული წლებიდანვე საუბრობს. ს ანექსიის შემდეგ უკრაინის შეიარაღებისა და ევროპის მილიტარიზაციის იდეით სწრაფად გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მარკო რუბიო ტრამპისაგან დამოუკიდებელი ფიგურა არაა და საბოლოო სიტყვა პრეზიდენტზე მოდის, რომელიც განწყობებს ძალიან მალე იცვლის და პერსონალური და ბიზნეს ფოკუსიდან უყურებს საგარეო სფეროს, მაინც, ნათელია, რომ სახელმწიფო მდივანს გავლენა აქვს ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თორემ შერსაძლოა უკვე დიდი ხანი ჩახსნილი ყოფილიყო ტრამპი უკრაინის თემას.
რუბიოსა და ლავროვს შორის საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ რუსეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ უკრაინისაგან ტერიტორიების დაცლას, ანექსირების ლეგიტიმაციას, დემილიტარიზაციას, ნეიტრალიტეტს, რუსული ენის დაბრუნებასა და არჩევნებს ითხოვს ში. კაპიტულაციას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ეს კი არამხოლოდ არარეალისტურია, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის იმ იდეასთან, რომ მას შეუძლია სწრაფი მშვიდობისმყოფელი, კარგი დიპლომატი და გეოპოლიტიკური გიგანტი იყოს. სწორედ ტრამპის მსგავსი პოლიტიკოსი ჩანიშნავდა შეხვედრას ომის დამნაშავე პუტინთან და მხოლოდ მისი მსგავსი ფიგურა გააუქმებდა ამ შეხვედრას. ტრამპს ძალიან არ უყვარს როდესაც მის თავმოყვარეობას ეხებიან და პირიქით, ძალიან უყვარს როდესაც აქებენ და მის თამაშს თამაშობენ. კრემლმა ბევრჯერ ითამაშა პუტინის ქების კარტი, მაგრამ ახლა ვერ გაჭრა ამან. რამდენი ხანი შეინარჩუნებს ტრამპი რუსეთისადმი ხისტ პოზიციებს ვნახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილებები ძალიან სწორი გამოდგა.
რაც შეეხება რუსეთს. არ ვიცი წაგიკითხავთ თუ არა პუშკინის პოემა მებადურისა და ოქროს თევზის შესახებ, მაგრამ იქ კარგად ჩანს თუ როგორ უსრულებს ყველაფერს ოქროს თევზი მებადურსა და მის ცოლს, მანამ სანამ ბრიყვული თავდაჯერებითა და სიხარბით ისეთ მოთხოვნებს არ დააყენებენ, რომ ოქროს თევზი გაეცლება მათ და ეს შემთხვევით გაძლიერებული ოჯახი ისევ მიწურში არ აღმოჩნდება საცხოვრებლად. სულ მგონია რომ ეგ პოემა რუსეთის მომავლის ალეგორიაა, რომელსაც ყველაზე მეტი ტერიტორია, უამრავი რესურსი და დამყოლი საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშეები ერგო, მაგრამ მაინც ისე გათავხედდა რომ სულ სხვისი უნდა ყველაფერი და არც მიღებულს არ სჯერდება. ჰოდა ალბათ საბოლოოდ მებადურის ბედი უნდა გაიზიაროს მან.