5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა ლიკა ბასილაია-შავგულიძეს

მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5 დღით პატიმრობა მიუსაჯა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს, რომელსაც ხულიგნობასა და პოლიციის შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს.
პოლიციის მტკიცებით, ლიკა ბასილაია-შავგულიძე „უმისამართოდ იგინებოდა” და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, კერძოდ, მიმართავდა სიტყვებით: „თავხედებო, რუსებო, მოღალატეებო“.
“ხმამაღლა საუბრით ილანძღებოდა, საზოგადოების მიმართ, თავიდან ჩვენს მიმართ არ ჰქონია აგრესია. გინებით არ შეუგინებია, რუსებოო და მონებოო ამას იძახდა… რასაც ქალბატონი იქ გამოხატავდა, იყო შეურაცხმყოფელი საუბარი, კონკრეტულად ხელდადებული არავისთვის არაფერი უთქვამს…მთლიანობაში იძახდა რუსები ხართო, მონებიო, ბიძინასიო”, – განაცხადა მოწმემ, პატრულ-ინსპექტორმა ნინო მაჭარაშვილმა:
“გვაყენებდა შეურაცხყოფას – მონებო, მოღალატეებო, რუსებო, განაგრძობდა ამ ქმედებას… თავიდან ბოლომდე შევესწარი, ადგილზე ვიყავი”.
-მ უმკაცრესი ზომის გამოყენება, ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვა.
განსასჯელმა კატეგორიულად უარყო, რომ იგინებოდა.
“ეს არის ტყუილი! – განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, – გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ პოლიცია უდანაშაულო ხალხს აკავებდა და ასრულებდა ს საქმეს… აქ მყარდება რუსული ტიპის რეჟიმი, რაც ახარებთ რუს ოკუპანტებს. პოლიციელები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ რუსული ტიპის რეჟიმის დაკვეთებს, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ ხალხს, რომლებიც იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას ქვეყნის ოკუპაციისგან. დიახ, ვაღიარებ, რომ მათ ვუწოდე რუსები და, შესაძლოა, ვიხმარე ტერმინი “თავხედები”. ვუთხარი, რომ მათი ხელშეწყობით აქ მყარდება რუსული რეჟიმი. რეჟიმის ხელშეწყობით ისინი აღმოჩნდებიან ფრონტის ხაზზე ს სანგარში, მათ დაეცემათ დრონი და დაიღუპებიან. უნდა გაიაზრონ პოლიციელებმა, რომ დადგნენ იმ ხალხის მხარეს, რომლებიც იცავენ სუსტად და შეიძლება არათანმიმდევრულად, მაგრამ რაც ძალა და ღონე აქვთ.. პატარა გოგო-ბიჭებს აკავებენ, ყრიან დილეგში, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკებიც”.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციამ 22 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით დააკავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ასევე დააკავეს აქციის კიდევ 20-მდე მონაწილე. სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, ბასილაია-შავგულიძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას არ ედავებოდნენ. მას ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინეს (166-ეს პირველი და 173-ეს მეორე ნაწილი):
წვრილმანი ხულიგნობის მუხლი ითვალისწინებს 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. პოლიციის შეურაცხყოფა კი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2022 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით აირჩიეს.
24 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მ უარი თქვა შეერთებოდა ამავე საბჭოს დაკავებული წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას.
„მე, რასაკვირველია, არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან, მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარული ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც სხდომის შიგნით“, – განაცხადა მ.
სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა, ზაზა აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა, დღევანდელ სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერი განცხადება წარადგინეს. მათ ბორდის წევრებს უთხრეს, რომ შეეძლოთ ინდივიდუალურად შეერთებოდნენ წერილს ან განცხადება ბორდის სახელით გაკეთებულიყო.