აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 24 ოქტომბერს იმედი გამოთქვა, რომ მალე შეიქმნება საერთაშორისო ძალები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დასაცავად და განაცხადა, რომ ისრაელი, რომელიც ეწინააღმდეგება თურქეთის ჩართვას ამ ძალებში, შესაძლოა ვეტო დაადოს მონაწილეებს.
რუბიო ისრაელს სტუმრობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის კვალად, როგორც აშშ-ის მიერ ზავის დაცვის ძალისხმევის ჩარჩოებში – ასევე ისრაელის მხრიდან ახალი ფართო ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს საერთაშორისო ძალების შესვლას ღაზაში და უსაფრთხოების ზედამხედველობას ისრაელისა და ჰამასის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
რუბიოს თქმით, შეთანხმებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია „სტაბილიზაციის ძალების შეკრებისთვის პირობების შექმნა რაც შეიძლება მალე.”
მან დაადასტურა, რომ ისრაელს ვეტოს უფლება ექნება ამ ძალების შემადგენლობაზე, და რომ ცნობებით, ისრაელი ეწინააღმდეგება მათში თურქეთის მონაწილეობას.
„ბევრმა ქვეყანას სურს დახმარება. ცხადია, ამ ძალებს შექმნისა გასათვალისწინებელია ისრაელის ინტერესები” – თქვა მან.
თურქეთი, ნატოს წევრი და რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, იყო პირველი მუსლიმური უმრავლესობით დასახლებული ქვეყანა, რომელმაც აღიარა ისრაელი.
მაგრამ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის პერიოდში, თურქეთმა მიესალმა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირ ტერორისტულად შერაცხილი) მეთაურებს და ხმამაღალი აკრიტიკებს ისრაელს, რომელსაც ერდოანი ღაზაში გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს, რასაც ისრაელი უარყოფს.
ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ არ უშვებდა რაიმე განსხვავებას თავის და ისრაელის პოზიციას შორის, სულ უფრო მეტად აკეთებს ზეწოლას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე, რომელმაც მარტში უარი თქვა ადრე შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტაზე და ბრძანა ახალი მასშტაბური შეტევა.
არაბული სახელმწიფოების შეშფოთების საპასუხოდ, ტრამპმა ისრაელს მოსთხოვა, უარი ეთქვა იორდანეს დასავლეთი სანაპიროს, პალესტინელთა ტერიტორიის ანექსიაზე.
ისრაელის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ანექსიისკენ მოწოდების კანონებს იქ ვენსის ვიზიტის დროს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ნაბიჯი პირად შეურაცხყოფად შეაფასა.
23 ოქტომბერს გვიან ღამით რუბიოსთან შეხვედრისას ნეთანიაჰუმ სწრაფად გააქარწყლა აშშ-თან – მნიშვნელოვან სამხედრო და დიპლომატიურ მხარდამჭერთან, დაძაბულობის ნებისმიერი ეჭვი და თქვა, რომ აშშ-ის მაღალი რანგის პირების ვიზიტები „ნდობისა და პარტნიორობის“ ნაწილი იყო.
ისრაელი კვლავ ელოდება ჰამასისგან, რომ დაუბრუნოს 28 გარდაცვლილი მძევლიდან 13-ის ნეშტი, რომელთა გადაცემის პირობა დადო.
ჰამასმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან შუამავლებისგან, ეგვიპტისგან, კატარისა და თურქეთისგან, მიიღო „მკაფიო გარანტიები“, რომ „ომი ფაქტობრივად დასრულდა“.
მან მოწოდება გამოთქვა ისრაელზე უფრო მეტი ზეწოლისკენ, რათა დაუშვას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზაში შემავალი დახმარების რაოდენობაში მცირე გაუმჯობესებაა და შიმშილი არ შემცირებულა.
„სიტუაცია კვლავ კატასტროფული რჩება, რადგან ის, რაც შემოდის, საკმარისი არ არის“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა.




