“თავად განსაჯეთ რა შეიძლება ელოდეს ყოფილ პრემიერს” – რას წერს დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ბევრგან შემხვდა, გარეთ დატოვეს და ამხელა კორუფცია შეარჩინეს, როცა აქციის მონაწილეებს უპრაგონოდ და პანტაპუნტით ყრიან ციხეშიო.
აქციის მონაწილეთა მიმართ ნამდვილად ასე იქცევიან, მაგრამ ღარიბაშვილს რაც შეეხება, მას ბრალად წაყენებული აქვს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება. აქვე გთავაზობთ ამონაწერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამ მუხლზე და თავად განსაჯეთ რა შეიძლება ელოდეს ყოფილ პრემიერს.
მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (25.07.2006 N 3530)
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და
დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა,
ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო
წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის
წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და
მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს
წლამდე. (19.03.2008 N 5953)
2. იგივე ქმედება: (19.03.2008 N 5953)
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება: (19.03.2008 N 5953)
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.