რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს? – რას ჩაიწერება ევროკომისიის წლიურ ანგარიშში

დეკემბრის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში იქნება აღნიშნული, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ განაცხადა.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს, მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ორი პროცესი. ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება – მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ და ეს დისკუსია კვლავაც გაგრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს და ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იქნება – წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, შეაჩერონ ის სრულად თუ ნაწილობრივ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, სპეკულირება არ შემიძლია და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია და ის მიიღება კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი