მაღლაფერიძემ უარი თქვა შეერთებოდა ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, მ უარი თქვა შეერთებოდა ამავე საბჭოს დაკავებული წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას.
„მე, რა საკვირველია, არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან. მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარული ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც სხდომის შიგნით… მე, რა საკვირველია, ამის მიმართ სოლიდარული ვერ ვიქნები“, – განაცხადა მ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციამ 22 ოქტომბერს იმ დროს დააკავა, როცა ის დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერი განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო წევრებმა, ლაშა ტუღუშმა და ზაზა აბაშიძემ დღეს, 24 ოქტომბერს, გამართულ სხდომაზე წარადგინეს და სხვა წევრებსაც შესთავაზეს, რომ შეერთებოდნენ. თუმცა სხდომის მიმდინარეობისას ვასილ მაღლაფერიძემ და სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია იაკობაშვილმა უარი თქვეს დაკავებული ლიკა ბასილაიასადმი სოლიდარობის გამოცხადებაზე.
ამ დრომდე უცნობია რა მუხლითაა დაკავებული ლიკა ბასილაია. როგორც მისმა ადვოკატმა ნეტგაზეთს განუცხადა, მისთვის საქმის მასალები არ გადაუციათ. ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, ლიკა ბასილაია-შავგულიძის პროცესი დღეს გაიმართება.