ირაკლი ქადაგიშვილი – ამას დავარქვათ ერთგვარი რევოლუცია, რომელსაც სახელმწიფო და ხელისუფლება ახორციელებს, რათა კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები ძირფესვიანად იყოს აღმოფხვრილი

რა თქმა უნდა, [სადმი] ბრალდება მძიმეა – მოდით, ამას დავარქვათ ერთგვარი რევოლუცია, რომელსაც სახელმწიფო და ხელისუფლება ახორციელებს, რათა კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები ძირფესვიანად იყოს აღმოფხვრილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს საქმეზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დონეზე ხდება კორუფციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს.
„რა თქმა უნდა, ბრალდება მძიმეა. მძიმეა თვითონ ადამიანური კუთხით, მეტსაც გეტყვით, პოლიტიკური კუთხითაც ძალიან მძიმეა, მაგრამ მე ვფიქრობ, საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს, როგორ სახელმწიფოს, სჭირდება განვითარების ისეთი ვექტორი და ისეთი გზა, რომელიც მართლაც იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადამყვანი. ჩვენ ვხედავთ ყველა საერთაშორისო რეიტინგით, მათ შორის, კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის საკმაოდ წინ წასული და წარმატებული ქვეყანა, მაგრამ იმისთვის, რა მიზნებიც აქვს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, ბუნებრივია, საჭიროა გაცილებით უფრო მეტი. ამიტომ მოდით, ამას დავარქვათ ერთგვარი რევოლუცია, რომელსაც სახელმწიფო და ხელისუფლება ახორციელებს, რათა საქართველოში არა მარტო კორუფციასთან და კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ზოგადად, თვითონ ქვეყნის მართვა, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იყოს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილი და უმაღლეს თანამდებობის პირიდან დაწყებული, ქვემოთ მდგომი თანამდებობის პირებისთვის კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები ძირფესვიანად იყოს აღმოფხვრილი. როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი მიზანი არ არის ვიყოთ ოცეულში, არამედ ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიო ლიდერების სამეულში ვიყოთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ყველა დონეზე ხდება კორუფციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი, როდესაც „პირბადეების გამო ადამიანებს ციხეში სვამენ, ღარიბაშვილს კი გირაოთი ათავისუფლებენ“, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ არა.
მისი თქმით, პირბადისა და ამ საკითხის ერთ სიბრტყეში დაყენება აბსოლუტურად არარელევანტურია.
„არ არის ორმაგი სტანდარტი. ერთ რამეს გეტყვით – სამართლიანობაზე თუ გაქვთ პრეტენზია, უნდა იცოდეთ, რა არის სისხლის სამართლის კოდექსი და როგორ არის სხვადასხვა ქმედებაზე სხვადასხვა დანაშაულზე სხვადასხვანაირი პასუხისმგებლობა. ამიტომ პირბადისა და ამ საკითხის ერთ სიბრტყეში დაყენება არის აბსოლუტურად არარელევანტური. ის არის ადმინისტრაციული სასჯელი და ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ შემთხვევაში არის გამოძიება, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება კანონის სრული დაცვით ამ ხაზს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – არ ვეთანხმები, რომ „მალე გავიმარჯვებთ“, რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება, გახარიამ კი ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია – აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს

პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია