სანქციებითა და იარაღის მიყიდვის შეჩერებით უნდა აიძულონ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაპირება შეასრულოს

თურქეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, ისრაელზე ზეწოლისთვის, მათ შორის სანქციების გამოყენებით ან იარაღის მიყიდვის შეჩერებით, რათა მან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა შეწყვიტოს.
სანქციებითა და იარაღის მიყიდვის შეჩერებით უნდა აიძულონ, დაპირებები შეასრულოს. ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ ამის მისაღწევად და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღაზას სექტორის მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე და ანკარა მზადაა, ღაზას სექტორს ყველა საჭირო მხარდაჭერა შესთავაზოს.
საუბარია სამუშაო ჯგუფზე, რომელიც იმოქმედებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მიზნით სამხრეთ ისრაელში -ის ხელმძღვანელობით შექმნილი სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) ფარგლებში.