სასამართლო სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ