2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია.
„საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 438.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 14.0 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.