“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა

“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
რეესტრის მონაცემებით, გავაშელი ,,ლილო მოლის” 11%-ს ფლობდა. რაც შეეხება წილების გადანაწილებას სხვა პირებზე, მონაცემები ასეთია: მარიკა გავაშელი – 2%, დავით გავაშელი – 2.8%, გია ანდღულაძე – 12%, გიორგი გაგუა – 11.2%, ლევან გაგუა – 1%, კონსტანტინე კაპანაძე – 8.5%, იოსებ საყვარელიძე (ნიდერლანდების მოქალაქე) – 15.4%, ვაჟა უსანეთაშვილი – 12.7%, ნიკოლოზ უსანეთაშვილი – 1.5%;
შეგახსენებთ, „ლილო მოლი“, ამიერკავკასიის რეგიონში როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 33 წელია ოპერირებს.

ასევე დაგაინტერესებთ