პოლიციამ ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ი.დ., 1983 წელს დაბადებული ო.ჯ. და 1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.
დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ. – მ და ო.ჯ.- მ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”