ქართველების საყვარელი წყალი “ნაბეღლავი” და UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პარტნიორები გახდნენ(რ)

ქართველების საყვარელი წყალი “ნაბეღლავი” და ქართველების საყვარელი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, მეტსახელად „მანქანა“ პარტნიორები გახდნენ.
„ნაბეღლავი სპორტისთვის“ კამპანიის ფარგლებში UFC-ის ყველაზე რეიტინგული ათლეტი “ნასახლართან” ითანამშრომლებს და არა მხოლოდ ქართული მინერალური წყლის სახელს გაიტანს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე, არამედ სპორტულ ცხოვრებაში ჰიდრატაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციას მოახდენს.
„დაარსების დღიდან, ჩვენი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტსა და სპორტსმენებს, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და ამ მიზნით, წლების განმავლობაში არა ერთი კამპანია და აქტივობა აქვს განხორციელებული. ამჯერად დავიწყეთ კამპანია „ნაბეღლავი სპორტისთვის“, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა, ქართველ ნიჭიერ სპორტსმენებს ახალი მიზნებისა და წარმატების მიღწევაში. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ვითანამშრომლებთ მერაბ დვალიშვილთან და მის გვერდით ვიქნებით უდიდესი წარმატების მიღწევის გზაზე. მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან, UFC-ის ყველაზე რეიტინგული მებრძოლი საერთაშორისო ასპარეზზე ნაბეღლავის ბრენდირებული ფორმით იბრძოლებს და ქართველების საყვარელი წყ„ლის სახელს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზეც გაიტანს“, – აცხადებს “ნაბეღლავის” მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ