– კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა ბოლო დროს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეკლამების გამო, რომლებიც -ის ტარიფებს აპროტესტებენ.
„მათი აღმაშფოთებელი საქციელის საფუძველზე, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, რონალდ რეიგანის ფონდმა გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი უარყოფითად საუბრობს ტარიფებზე.
„რეკლამა 75 000 დოლარი ღირდა. მათ ეს მხოლოდ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებშუ ჩარევის მიზნით გააკეთეს. ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, – აღნიშა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა დაგ ფორდმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ტარიფების საწინააღმდეგო მესიჯის შემცველმა რეკლამამ ტრამპის ყურადღება მიიპყრო. რეკლამაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი აკრიტიკებს უცხოურ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს და ამბობს, რომ ისინი სამუშაო ადგილების შემცირებას და სავაჭრო ომებს იწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან