– უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, ს ფინანსური დახმარება 2027 წელსაც გაუწიოს და დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენოს.
ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი გადაწყვეტილება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შენარჩუნების შესახებ არა მხოლოდ მომავალი წლისთვის, არამედ 2027 წელსაც.
ზელენსკის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული გაყინული რუსული აქტივების გამოყენების კუთხითაც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის რუსული აგრესიისგან დასაცავად ამ თანხების მაქსიმალურად გამოყენებისთვის და ევროკომისიამ ახლა უნდა შეიმუშაოს ყველა საჭირო ტექნიკური და სამართლებრივი დეტალი ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დადებითი პროგრესი არსებობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაშიც.
„არსებობს დადებითი სიგნალები, რომლებიც მიუთითებს ჩვენი პარტნიორების მზაობაზე, დაუყოვნებლივ ითანამშრომლონ უკრაინულ გუნდებთან. გარდა ამისა, გრძელდება არსებითი მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და საჭირო რესურსებით მომარაგების სფეროებში“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, სამიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ს წინააღმდეგ ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის საბოლოო დამტკიცება. უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, ნორვეგიას და შვეიცარიას, მხარი დაუჭირონ ამ შემზღუდავ ზომებს.
„რა თქმა უნდა, უკვე ვიწყებთ ევროკავშირთან მუშაობას სანქციების შემდეგ პაკეტზე – რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის შედეგად მიღებული რეალური დანაკარგები. ამერიკული სანქციები რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ ასევე ძალიან ეფექტურია – მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში ყველა მხარს უჭერდეს რუსული მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკას. ჩვენ უკვე ვიწყებთ შემდეგზე მუშაობას. ჩვენი პარტნიორები გვისმენენ და ჩვენს წინადადებებს ითვალისწინებენ. ყველა უბრალოდ დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ“, – აცხადებს ზელენსკი.