დონალდ ტრამპი – ჩვენ უბრალოდ მოვკლავთ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები შემოაქვთ

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია გააგრძელოს ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ დარტყმები ომის ოფიციალური გამოცხადების გარეშე.
„მე არ ვაპირებ ომის გამოცხადების მოთხოვნას [კონგრესისთვის]… ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ მოვკლავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები შემოაქვთ. კარგი? ჩვენ მათ მოვკლავთ, იცით, ისინი მოკვდებიან, ასე ვთქვათ“, – განაცხადა -ს პრეზიდენტმა.
მანამდე მან განაცხადა, რომ კარტელის წევრებად მიჩნეული პირების დაბომბვას დაიწყებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ვენესუელა, ასევე, გააგრძელებს საერთაშორისო წყლებში ნარკოტიკების გადამზუდველი ნავების დაბომბვას.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ხმელეთზე“ ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე ჯერ კონგრესს აცნობებს, მაგრამ დასძინა, რომ გეგმას კანონმდებლების მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შეექმნება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან