და სი ძინპინი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ლევიტის თქმით, -ის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს მომდევნო ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს.
პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრა სამხრეთკორეულ ქალაქ ბუსანში “აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის” ქვეყნების სამიტის ფარგლებში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ეწვევა მალაიზიასა და იაპონიას, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.