აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობის ინფორმაციით, ჰოდეიდას სანაპიროსთან ჰუსიტების ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით იყო ნასროლი. ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობა X-ზე წერს.
“გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერიტორიიდან იყო ნასროლი USS Laboon-ის (DDG 58) მიმართულებით, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთში მოქმედებდა”. – წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ასევე წერს, რომ დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
ამასთან, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და “სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად” მოიხსენია.