აშშ აცხადებს, რომ ჩამოაგდეს რაკეტა, რომელიც წითელ ზღვაში მათი სამხედრო გემის წინააღმდეგ იყო გაშვებული

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ -ის გამანადგურებელმა ჩამოაგდო გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომელიც კვირას წითელ ზღვაში იმეენიდან მათი გამანადგურებლისკენ იყო გასროლილი.
სარდლობა აცხადებს, რაკეტა ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰუსიტებმა” გაუშვეს, ის ჰუდიდას სანაპიროს მიდამოებში ჩამოაგდეს. მსხვერპლი არ ყოფილა.
“ჰუსიტებს” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მაშინვე არ აუღიათ. ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით ბოევიკებზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს იემენში. ორივე ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებზე.
“ჰუსიტები” აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქს. ისინი “ჰამასის” მოკავშირეები არიან. BBC-ს ცნობით, 19 ნოემბრის შემდეგ მათ განახორციელეს სულ მცირე 27 თავდასხმა სატვირთო გემებზე წითელ ზღვაში, გლობალური საზღვაო ვაჭრობის მთავარი გზა. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავდა გემებს, რომლებიც მიემართებოდნენ ან ეკუთვნოდა ისრაელს, როგორც სოლიდარობის აქტი ღაზის ხალხთან. თუმცა, ზოგიერთ გემს, რომელსაც მათ დაარტყეს, არ აქვს აშკარა კავშირი ისრაელთან.