ბრიუსელში ემანუელ მაკრონს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა.
„ჩვენ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ პოზიციები შევათანხმეთ. ახლა ომის დასასრულებლად და ს შესაჩერებლად რეალური შანსი არსებობს. ამის მისაღწევად, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება უნდა გავაგრძელოთ, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე შეთანხმება უნდა დავასრულოთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილა.
„ასევე, განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ს გააძლიერებს. საფრანგეთს და პირადად ემანუელს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა