ბრიტანეთში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები

დიდ ბრიტანეთში დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში – იუწყება ლონდონის პოლიცია. გავრცელებული ცნობით, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ეროვნული უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო ქვეყანა, რომლის ინტერესებსაც ისინი ემსახურებოდნენ, რუსეთია.
იუწყებიან, რომ პირები ლონდონში დააკავეს 23 ოქტომბერს და რომ სამი ადამიანი პოლიციის განყოფილებაშია მიყვანილი. საქმე ეხება 48, 45 და 44 წლის კაცებს. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩხრეკის ოპერაციებიც.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დიდ ბრიტანეთში სექტემბერშიც დააკავეს სამი პირი. მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, დაპატიმრების შემდეგ ისინი გირაოთი გამოუშვეს. ბრალდების მხარის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
მანამდე დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთს ადანაშაულებდნენ ე.წ. ჰიბრდული ოპერაციების ორგანიზებაში ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. მოსკოვი ამას უარყოფდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი