„ლელოში“ პარტიული პოლიტიკური თანამდებობები გადანაწილდა

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე დაინიშნა, მის მოადგილედ — .
პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის თქმით, ანა ნაცვლიშვილი „წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში“.
„ლელოს“ გენერალური მდივნის პოსტს ირაკლი კუპრაძე დაიკავებს.
„22 დეკემბერს ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე გენერალური მდივანი. ამით დავასრულეთ შიდაპარტიული არჩევნები და დღეიდან პარტია მობილიზებულია იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის“, — განაცხადა მ.
22 დეკემბრის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს, პოლიტსაბჭო კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ირაკლი კუპრაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხრაძე, ვახტანგ სურგულაძე, დავით უსუფაშვილი, მამუკა კაციტაძე, ლევან სამუშია, მედეა მეტრეველი, გენადი თებიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, , თაზო დათუნაშვილი, თამარ კირვალიძე, გიორგი სიორიძე, გულიკო ზუმბაძე და თორნიკე ართქმელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც