ვერ დამალეს და ვერ გადააკეთეს, რომ “ქართულ ოცნებას”, ძირითად ოპოზიციურ ბანაკთან შედარებით, ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს, თუმცა, მერწმუნეთ, რომ ჩვენდამი ნდობა და მხარდაჭერა გაცილებით მაღალია – თალაკვაძე IRI-ს კვლევებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე IRI-ს მიერ ჩატარებული პარტიების რეიტინგების კვლევას “კურიერთან” აფასებს. მისი განცხადებით, რეალურად, მმართველ პარტიას იმაზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე აღნიშნულ კვლევაშია ნაჩვენები.
“ვერ დამალეს და აქაც ვერ გადააკეთეს, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს ორჯერ მეტი მხარდაჭერა, ძირითად ოპოზიციურ ბანაკთან შედარებით, თუმცა, მერწმუნეთ, რომ გაცილებით მაღალია ნდობა და მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებაში და ამას არაერთი კვლევა გვეუბნება. გვახსოვს ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები. სამწუხაროდ, არჩევნებზე აბსოლუტურად განსხივებული მონაცემები იყო ძალიან დიდი ცდომილებები, ვნახოთ, დაველოდოთ არჩევნებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო