ესპანეთის პრემიერ-მინისტრი – ესპანეთი უკრაინისთვის -სგან იარაღის შესყიდვის თაობაზე ნატო-ს ინიციატივას შეუერთდება

ესპანეთი უკრაინისთვის -სგან იარაღის შესყიდვის თაობაზე ნატო-ს ინიციატივას შეუერთდება, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ნატო-ს ინიციატივა PURL რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა. ესპანეთი, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და უკრაინის თავდაცვისა და მხარდაჭერის ერთგულია, ამ ინიციატივას შეუერთდება“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
ამასთან, სანჩესი ესპანეთის თავდაცვის ხარჯების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ს კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ვალდებულებებს ასრულებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებთ, არამედ წინა ადმინისტრაციების ვალდებულებებიც შევასრულეთ“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი: ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი, და მეტიც, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილი ამბოხის თანამონაწილეა!