ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო, აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად, კიდევ ერთ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას, თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად იმართება. დღევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network, რომლის საერთაშორისო ქსელსაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან ერთად უკვე საქართველო უერთდება.
საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საერთაშორისო სავაჭრო და სატრანსპორტო გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებდა ცივილიზაციებს და ეკონომიკებს. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეს სტრატეგიული როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ეკონომიკური განვითარების ძლიერი ტენდენცია ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ჰაბად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ახლა უკვე ფინანსების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
