გერმანიის ელჩზე: ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კმაყოფილებას გამოხატავს გერმანიის ელჩის გაწვევის გამო. კობახიძე ქართულ-გერმანული ურთიერთობების დაზიანებად აფასებს ელჩის კრიტიკულ კომენტარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა. გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში, ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს… მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად“, – თქვა მ.
19 ოქტომბერს, როდესაც გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისათვის გაიწვია, განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა.
ამასთან, გერმანიის საგარეო უწყებამ X-ზე დაწერა:
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“.
2 ოქტომბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
„ჩვენ გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – განუცხადეს საქართველოს წარმომადგენელს გერმანიის საგარეო უწყებაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ სამშობლო გვაერთიანებს. ის იმდენად მაღლა დგას და ის რწმენა, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთის მიმართ რწმენა გვაქვს და საქმეში გამოცდილი გვაქვს ეს ყველაფერი…

მიხეილ ყაველაშვილი – ვინ აზიანებს ევროპულ ღირებულებას, რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება? – მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ მათი ქმედება, დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის