ГУР: რუსმა მეთაურმა სამხედროებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა უბრძანა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მიერ გავრცელებული რადიოკომუნიკაციის მიხედვით, რუსი მეთაური თავის ჯარისკაცებს პოკროვსკის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით სროლის ბრძანებას აძლევდა.

“არავის გაუშვათ გზაზე, ვინც დიდი სამოქალაქო ჩანთებით იქნება – უბრალოდ გაანადგურეთ ისინი” – ისმის რუსი მეთაურის ხმა 22 ოქტომბერს ГУР-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

ГУР-ის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრძანება რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 სახმელეთო ნაწილის შემადგენლობაში შემავალი 30-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის საველე მეთაურმა გასცა.

The Kyiv Independent წერს, რომ რადიოკომუნიკაცია, სავარაუდოდ, 20 ოქტომბერს უკრაინის სადესანტო-საჰაერო ძალების 7-ე კორპუსის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკავშირდება, რომელიც, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული სადესანტო ჯგუფის მიერ, უკრაინული ხაზების მიღმა შეღწევის შემდეგ, პოკროვსკში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლას ასახავს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!