კალაძე: ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან დაიწყება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.

“ტენდერი გულისხმობს, დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელ საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და რა თქმა უნდა, პარალელურად, სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებას.

ტრამვაის ხაზი, რომელიც დაცვით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან”. – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ 7.5 კმ განისაზღვრა, რომელსაც 11 გაჩერება ექნება.

ივანიშვილის მერის განცხადებით, ტენდერი გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს  დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10+1 ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციისთვის.

“ტენდერი უკვე დეკემბერში უნდა გაიხსნას და იმედი გვაქვს, რომ ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში, უკვე როდესაც გვეცოდინება, თუ ვინ არის კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, მას მიეცემა 36 თვე იმისთვის, რომ მთლიანად პროექტი განახორციელოს”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აუცილებლად შეეხება საქართველოსაც – დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს