: ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება

ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს საქართველოში, „რადგან არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე“.

„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, პროტესტი არ არსებობს, და რეალურად, აქციები არის „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია“.

„[გზას] ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა. ანუ ყველას დაკავებაც არ ხდება, ასე გამოდის, 50 კაცი კეტავს ქუჩას, აქედან 20-25 ადამიანს აკავებს პოლიცია, რაც ეფექტურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო -ს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოგყავს, სრული მობილიზაციის პირობებში, 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა „ლუკოილის“ სანქცირებაზე – საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, სამი წელია, პრაქტიკულად, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია – ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ შესაბამისად, გართულება არ იქნება