გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რომლებიც პუტინის ომის მანქანას აფინანსებენ, მოხარული ვარ, რომ ახლა აშშ შემოგვიერთდა და იმავე ორ ნავთობკომპანიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პუტინმა თავისი უაზრო აგრესიისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. მკვლელობები ახლავე უნდა დასრულდეს“, – აცხადებს სტარმერი.
შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” და “ლუკოილი” – დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია “როსნეფტისა” და “ლუკოილის” 34 შვილობილი კომპანია.
