შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ლუკოილს“ და „როსნეფტს“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა სთვის ახალი სანქციების დაწესებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა ში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, 22 ოქტომბერს სანქციები აამოქმედა ს ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ.
-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ რუსეთი სერიოზულად არ არის დაინტერესებული ში ომის შეწყვეტით.
ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ომის შეწყვეტაზე, სანქციები ამოქმედდა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ. ბესენტის თქმით, ფინანსთა სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რათა მხარი დაუჭიროს ომის შესაწყვეტად პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას.
შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა მოკავშირეებს მოუწოდა, დაიცვან ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები.
22 ოქტომბერს ცნობილი გახდა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო.
ტრამპის თანახმად, შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა.
ფორუმი