“ხშირად ხდება “ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს – არ შეიძლება!” – თენგიზ ცერცვაძე

ხში­რად ხდე­ბა “ტა­მიფ­ლუს“ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა. თუ ადა­მი­ანს გრი­პი და­უდ­გინ­დე­ბა, გარ­ბის და მა­შინ­ვე ყი­დუ­ლობს. ეს არ შე­იძ­ლე­ბა! არ არის სწო­რი, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გრი­პის სამ­კურ­ნა­ლო ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ “ტა­მიფ­ლუ­ზე“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.
მი­სი­ვე თქმით, “ტა­მიფ­ლუ“ ეფექ­ტუ­რი მე­დი­კა­მენ­ტია, მაგ­რამ გა­მო­ყე­ნე­ბულ უნდა იქ­ნეს მხო­ლოდ სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.
“ხში­რად ხდე­ბა “ტა­მიფ­ლუს“ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა. თუ ადა­მი­ანს გრი­პი და­უდ­გინ­დე­ბა, გარ­ბის და მა­შინ­ვე ყი­დუ­ლობს. ეს არ შე­იძ­ლე­ბა, არ არის სწო­რი!
“ტა­მიფ­ლუ“ უნდა მი­ი­ღოს დამ­ძი­მე­ბის რის­კის ჯგუფ­ში მყოფ­მა პი­რებ­მა, კერ­ძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასა­კის ზე­მოთ, ან 5 წლის ქვე­მოთ (გან­სა­კუთ­რე­ბით კი 2 წლის ქვე­მოთ), ასე­ვე ორ­სუ­ლებ­მაც. გარ­და ამი­სა “ტა­მიფ­ლუ“ უნდა მი­ი­ღონ ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის პი­რებ­მა, რომ­ლებ­საც აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რად­გან ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში უფრო მე­ტია გრი­პის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის ფა­ტა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კე­ბი. “ტა­მიფ­ლუ“ ამ­სუ­ბუ­ქებს სიმპტო­მებს, აჩ­ქა­რებს გან­კურ­ნე­ბას და საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს.
“ტა­მიფ­ლუს“ მი­ღე­ბის ჩვე­ნე­ბაა აგ­რეთ­ვე გრი­პის დამ­ძი­მე­ბა. დამ­ძი­მე­ბა­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ინ­ტოქ­სი­კა­ცია, ეს თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას ახა­სი­ა­თებს. აქ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის გა­ჩე­ნა, ან პროგ­რე­სი­რე­ბა, რაც გრი­პის დამ­ძი­მე­ბა­ზე და/ან შე­საძ­ლო პნევ­მო­ნი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.
ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია “ტა­მიფ­ლუს“ და­ნიშ­ვნა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. ასე­ვე, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს ხში­რად ხმა­რო­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს, რაც არ არის სწო­რი. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის, მათ შო­რის გრი­პის დროს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი მხო­ლოდ მა­შინ უნდა და­ი­ნიშ­ნოს, რო­დე­საც ეჭ­ვია ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის მთა­ვა­რი ზომა მა­ინც არის ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი 200 ათა­სი ვაქ­ცი­ნა ჯერ კი­დევ არ გა­ხარ­ჯუ­ლა. ის არის ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უვ­ნე­ბე­ლია. გრი­პის ვაქ­ცი­ნა 40-60%-ით იცავს გრი­პის­გან. გარ­და ამი­სა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ში გრი­პი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ასე­ვე ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა. სა­სურ­ვე­ლია გრი­პით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ატა­როს პირ­ბა­დე. პირ­ბა­დე­ე­ბის მა­სი­უ­რი ტა­რე­ბა, რო­გორც ეს COVID-19-ის პან­დე­მი­ის დროს იყო, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის“,- აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.
მან გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სულ წერს გრი­პის შე­დე­გად 20-მდე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.
“სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­სულ წელს გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე შემ­თხვე­ვა გვქონ­და, რაც ერთ-ერთი და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. 2024 წელს გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს. თით­ქოს, ბევ­რია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ეს ხე­ლოვ­ნურ პა­ნი­კას იწ­ვევს, მაგ­რამ ამ დროს, ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს“, – აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ