ლევან ცუცქირიძე: “ვაჟა ექიმი დაიჭირეს, მისი კეპია და შევინახავ” – მეუბნება სიკო ჯანაშია; “იმ გოგოს რომ იჭერდნენ, ჩანთა დაუვარდა, დავახვედრებ რომ გამოვა,” ამბობს ჩემს გვერდით მდგომი…

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე:
“ვაჟა ექიმი დაიჭირეს, მისი კეპია და შევინახავ” – მეუბნება სიკო ჯანაშია; “იმ გოგოს რომ იჭერდნენ, ჩანთა დაუვარდა, დავახვედრებ რომ გამოვა,” ამბობს ჩემს გვერდით მდგომი ახალგაზრდა; “ამ კადრებში რომ ჩანს, იმ ქალის ქუდია, შევუნახავ” – ამბობს ქალი, რომელიც თვითონ ძლივს გადაურჩა პოლიციის წამოწყებულ ჭყლეტას და ჩანთაში იდებს მისთვის უცნობი, მაგრამ ძვირფასი ადამიანის ნივთს, უფრო კი სიმბოლოს ჩვენი ერთმანეთის გატანის, ერთმანეთზე ზრუნვის და მხარდამხარ დგომის.
ჩვენ ისინი როგორ გვაჯობებენ, ვინც თავის გუშინდელ “ძმებს” და “ლიდერებს” უკანმოუხედავად წირავენ და ზუსტად იციან, რომ არც ერთი წამით არ შეუძლიათ ერთმანეთის ნდობა? ვერ გვაჯობებენ!
ბრძოლა გრძელდება, არ გვეშინია, სიმართლე გაიმარჯვებს!

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს