-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა

აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” და “ლუკოილი” – დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას -ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
ასავე, დასანქცირებულია “როსნეფტისა” და “ლუკოილის” 34 შვილობილი კომპანია.
განცხადების თანახმად, აშშ-ის სანქციები “ს მხრიდან ში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის ს ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.”
აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.
“ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
აღინიშნება, რომ დღევანდელი სანქციები რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიაზე ვრცელდება, კერძოდ “როსნეფტზე” და “ლუკოილზე.”
განცხადების თაბახმად, “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.