ღარიბაშვილის ცოლის ძმა: უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ

ყოფილი პრემიერის ს ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას.
“უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ . დრო ყველაფერს აჩვენებს…. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…”, – წერს ის Facebook-ზე.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }