მედია: მზადება დიდი პროტესტისთვის (ვიდეო)

26 ოქტომბერს, გაყალბებული დან 1 წლის თავზე, ევროპული ღირებულებების ერთგული საზოგადოება, “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ ეტყვის არას და შეახსენებს, რომ ქვეყნის ღალატი უპატიებელია.  კვირას, 19:00 საათზე, მოვლენების მთავარი ეპიცენტრი “რესპუბლიკის მოედანი” იქნება, საიდანაც მსვლელობით აქციის მონაწილეები პარლამენტამდე მივლენ.

გამარჯვებამდე ბრძოლას აგრძელებენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ადამიანები, რომლებსაც ივანიშვილის გუნდი ევროპული სწავლისა და სწავლების გზებს უკეტავს, დანებებას არ აპირებენ და იგივეს ურჩევენ სხვებსაც.

პროტესტის არდში იქნება კულტურა. ხელოვანები, რომლებსაც კოლეგებსა და თანამებრძოლებს უპატიმრებენ, უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ. დააკავებენ ერთს, მის ადგილზე დადგება 10  – ასეთია კულტურის სფეროს წარმომადგენლების პოზიცია, რომელიც გადახედვასა და ცვლილებას არ ექვემდებარება.