უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას – ანდრეი ერმაკი

“უკრაინის პრეზიდენტი, არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში განაცხადა.
“ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდებიან და არ მიიღებენ კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. ს არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო და უკრაინას სურს აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას,” – აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის “სამშვიდობო გეგმის” შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ყველა მონაწილეს უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს წესდების საკითხებზე საერთო ხედვა აქვს, მაგრამ ყველა პოზიცია არ არის “აბსოლუტურად ერთნაირი”.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას რეალურად და ღიად, სურს მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებას, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული გამოცდილება აქვს,” – აღნიშნა ერმაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ დავოსში, უკრაინის “მშვიდობის ფორმულასთან” დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტი: რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ესკალაციისა და ომის განმეორების პრევენცია, ომის დასრულების დადასტურება.
დღეს შვეიცარიას უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, იტყობინება, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიების ლიდერებსა და შვეიცარიის პრეზიდენტს. ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას