გიორგი შაიშმელაშვილი: ამათ ხელში, ღვთისმშობლის კალთის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!

უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი და “თავისუფლების მოედნის” წევრი გიორგი შაიშმელაშვილი:
დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის მინისტები.
მხოლოდ ფაქტები, დამოუკიდებლად იმისგან, ვიზიარებთ თუ არა მათ მიმართ წაყენებულ პროკურატურის ბრალდებებს:
ერთი თავდაცვის მინისტრი უკანონო პატიმარია, მანამდე გაქცეულიც იყო ქვეყნიდან.
ერთმა სულ ახლახანს მოიხადა მსჯავრი, მაგრამ ისევ გამოკითხევბზე არბენინებენ.
ერთი კორუფციის ბრალდებით გაქცეულია ქვეყნიდან.
ერთს კორუფციის ბრალდებით, თანამშრომები დაუჭირეს და პოლიტიკიდან ამოიკვეთა გუნდიანად.
ერთი ციხეში ზის კორუფციის ბრალდებით.
ერთმა სულ ახლახანს აღიარა, რომ ფულს იპარავდა და არ ვიცით დაიჭერენ თუ არა.
საინტერესოა, რომ არც ერთი მათგანის მიმართ მათი დიდების წლებში არ მოგვისმენია არც ერთი ხმამაღალი პრეტენზია გენერალური შტაბის მაღალი დონის მოქმედი ოფიცრებისგან. გამონაკლისია მხოლოდ Giorgi Tavdgiridze – ის და ირაკლი ოქრუაშვილის ისტორია.
კიდევ უფრო ადრე იყო სამხედო ამბოხი და გადატრიალება.
ამათ ხელში, ღვთისმშობლის კალთის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!