ბრალეულობა არ მტკიცდება, არ შეიძლება, რომ ლაზარე გამტყუნდეს, მაგრამ გამართლებასაც არ ველოდებით | გრიგორიადისის დედა

“რუსული კანონის” წინააღმდეგ, 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ს დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მისი შვილის ბრალეულობა არ მტკიცდება. თუმცა, მას ლაზარეს გამართლების მოლოდინი არ აქვს. ოჯახი აპირებს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს.
“ლაზარეს ბრალეულობა არ მტკიცდება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ლაზარეს არ უმტკიცდება, ამის არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ არსებობს მათი ფეიკ ვიდეოები. არც მანქანის გადატრიალების და ცეცხლის წაკიდების ამბავზე არ არის ლაზარეს ბრალეულობა დამტკიცებული და არც პოლიციელების დაწვაზე. აქედან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ სასამართლოზე, რა ვიცი, არ შეიძლება რომ გამტყუნდეს ლაზარე, მაგრამ გამართლებასაც არ ველოდებით. როგორ განაჩენს გამოიტანენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ და მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”,- ამბობს კალანდაძე.