იან ლიპავსკი – პუტინიზმი უნდა შეწყდეს, უნდა გავაძლიეროთ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება

რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინს ომი სურს, – ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, საჭიროა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება.
„პუტინს სულაც არ აინტერესებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები. სწორედ ამიტომ უნდა შეწყდეს პუტინიზმი. უნდა გავაძლიეროთ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება“, – წერს ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, მოახლოებულ ზამთრამდე უკრაინას სჭირდება საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ენერგეტიკული აღჭურვილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა ჰუმანიტარული კრიზისის რისკის ქვეშ დადგება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს