ვითარება უკრაინაში – ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში საჰაერო განგაში ჩაირთო

ღამით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში, ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონზე; დაიბომბა სუმის ოლქი. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა.
დრონებითა და არტილერიით შეუტიეს რუსულმა ძალებმა ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებებს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ოკუპირებულ მელიტოპოლშიც.
რუსეთში კურსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 3 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით