საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ს სასამართლო სხდომა ჩატარდება. როგორც ცნობილია, მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტი დღევანდელ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლებს.
სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას გეგმავენ.
ფორმულასთან საუბრისას ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ თქვა, რომ “დიდი მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ ფიქრობს, რომ ლაზარეს ეს სასამართლო არ გაამართლებს”.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – -ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი მ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.