კახეთში შიდასახელმწიფოებრივ გზებზე მანქანების გადაადგილება ამჟამად თავისუფალია

კახეთში შიდასახელმწიფოებრივ გზებზე მანქანების გადაადგილება ამჟამად თავისუფალია, მათ შორის არის თელავი- გომბორი-ვაზიანის მიმართულებაც. თუმცა, ნაწილობრივი შეზღუდვა და პრობლემები რჩება თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც, ლიპყინულის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ მოძრაობს.
რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და, საჭიროების შემთხვევაში, იყრებოდა მარილი. საპატრულო პოლიციაა მობილიზებული შუამთის მონაკვეთზე. სამართალდამცველები მძღოლებს უამინდობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას და მოუწოდებენ, სეზონის შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო