საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს

ჩინეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. ქართველი დეპუტატები, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.
დაგეგმილია აუდიენცია ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს.
ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის,როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს,ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს